GEO / ENG / RUS

ხედვა

ფინანსური აღრიცხვა სამეურნეო საქმიანობის მართვის მნიშვნელოვანი ელემენტია. თანამედროვე ბიზნესში კი ფინანსური აღრიცხვა სულ უფრო აქტუალური ხდება. ბიზნესის მართვა შეუძლებელია სწორი ფინანსური მაჩვენებლების გამოყენების გარეშე, სწორედ ფინანსურმა აღრიცხვამ უნდა უზრუნველყოს ასეთი ინფორმაციის მიწოდება შესაბამის მომხმარებლებზე. ფინანსურ აღრიცხვაზეა დამოკიდებული ფინანსური მენეჯმენტი და ზოგადად ბიზნესის მომგებიანობის, მიზანშეწონილობის განსაზღვრა, ეკონომიკური გადაწყვეტილება.

გამართული ბუღალტერია, ასევე, მნიშვნელოვან პირდაპირ როლს თამაშობს ბიზნესის ფუნქციონირებასა და წარმატებაში. საქართველოში ბიზნესის დიდი ნაწილი დამოკიდებულია მოზიდულ კაპიტალზე (უპირატესად, კომერციული ბანკიდან აღებული ბიზნეს სესხები, ოვერდრაფტები). სესხის მისაღებად კი ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპია ფირმის ლიკვიდურობის განსაზღვრა, აქტივების ღირებულება, ვალდებულებების მოცულობა და სხვა. ეს ინფორმაცია კი სწორედ საბუღალტრო ჩანაწერებიდან უნდა მივიღოთ.

ნავიგაცია

კალენდარი
მაისი 2021 << >>
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031